ნატალია ჯვარიძე
25.10.2025

„ნაცებმა" თავიანთი თავი თვითონ გააქრეს, „ლელო" თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ახლა ვართ მარტო „ქოცები" და „გირჩები", ამის შესახებ პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოპოზიციას დღევანდელი სიტუაცია ძალიან სჭირდება, ამიტომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება.

მარიამ ვეკუა
25.10.2025

რუსულ სამხედრო ქარხნებში წარმოების შემცირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მოსკოუ ტაიმსი" რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკური სააგენტო როსსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მიუხედავად მზარდი ეკონომიკური წნეხისა, რუსეთი უკრაინაზე იერიშს აგრძელებს და რიტორიკას არ ცვლის. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთი სამხედრო მიზნებს არ შეცვლის და სანქციებს აიტანს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა რუსულ ეკონომიკაში გადატვირთვა მოხდეს.

მარიამ ვეკუა
25.10.2025

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 330-ე დღეს მოქალაქეებმა გზა კვლავ გადაკეტეს, თუმცა მალევე ტროტუარზე გადაინაცვლეს. წუხელ გამთენიამდე გაგრძელებულ სასამართლო პროცესებზე კი რამდენიმე ადამიანი პატიმრობაში დატოვეს. ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს- ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა „საჭიროა გამძლეობა", მმართველი გუნდი კი მოქალაქეებს კანონმორჩილობისკენ მოუწოდებს.

ნატალია ჯვარიძე
25.10.2025

ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ერთ დროს „ქართული ოცნების" საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, ახლა „მეგობარი აქტის" მიღების წინააღმდეგია, შესაბამისად, ამ დოკუმენტის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშძე.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2025

„ოცნების" ნაბიჯების საპირწონედ, „ლელოს" საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი იმ ახალშემოღებულ ზომებზე, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს ფაქტიურად პოლიტიკურად კლავს. ხაზარაძის პარტიაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

მარიამ ვეკუა
24.10.2025

აშშ-ის მიერ რუსულ ენერგოგიგანტებზე - „როსნეფტსა" და „ლუკოილზე" - დაწესებულმა სანქციებმა გლობალური ენერგობაზარი შეარყია: ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა საზღვაო გზით რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა, ინდოეთმა კი იმპორტის შემცირება გადაწყვიტა. ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯები გლობალური ფასების ზრდას გამოიწვევს და რუსეთს დისკომფორტს შეუქმნის.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2025

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით ერთ მილიონიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებით ექსპრემიერს პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

ნატალია ჯვარიძე
24.10.2025

გამკაცრებული კანონებისა და დაპატიმრებების მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას მაინც ცდილობენ. გუშინ ღამით, აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნით ისევ მოახერხეს ქალაქის მთავარი გამზირის ჩაკეტვა, თუმცა პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, საავტომობლო გზის მოძრაობა აღდგა. კანონის დარღვევის ბრალდებით პოლიცია დაკავებების სერიას აგრძელებს.

მარიამ ვეკუა
24.10.2025

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე წარუდგინეს, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ შეუძლებელია უმაღლესი თანამდებობის პირს აბსოულუტრი ძარცვა ეპატიოს, ნაწილი კი ამბობს, რომ ღარიბაშვილის საბოლოო ვერდიქტი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად და როგორ მოგვარდებიან კულუარებში. მეორეს მხრივ „ოცნებაში" აღნიშანვენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და გამოძიების დასრულებამდე კომენტარებისგან თავს იკავებენ.

თამარ ვეფხვაძე
23.10.2025

საქართველოში ეკონომოკური ვითარება დადებითისკენ სრულად შემობრუნდა. უკვე ყოველ მესამე კომპანიაში ამბობენ, რომ დაიმატებენ ახალ თანამშრომელებს და სამუშაო ადგილებს. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ დინამიკა აბსოლუტურად პოზიტიურია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა.

ქეთო გოგოხია
23.10.2025

გარკვეული დასახელების მედიკამენტები შეიძლება დეფიციტური გახდეს და ჩანაცვლდეს. ამის მიზეზი "ჯიემპი" სერტიფიკატთან შეუსაბამობაა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ 3000-მდე მედიკამენტის რეგისტრაცია გააჩერა. მათი ჩანაცვლება, სავარაუდოდ, თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხდება, რაც ხარისხთან დაკავშირებით მომხმარებლებზე დადებითად აისახება, მთავარია, ახალი სტანდარტის დანერგვამ ფასების ზრდა არ გამოიწვიოს. 

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2025

გახარიას პარტია აცხადებს, რომ პარლამენტი ახლაც არალეგიტიმურია, თუმცა პარალელურად პარლამენტის და საკრებულოს მანდატების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის აჭარის უმაღლეს საბჭოშიც „გახარია - საქართველოსთვის" წევრები ბოიკოტს წყვეტენ და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას იწყებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×