ქეთო გოგოხია 15.12.2025

ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. დადებითი დინამიკა მიუთითებს საგარეო ვაჭრობის მზარდ ტენდენციაზე, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს რეექსპორტის ზრდა, ტრანზიტული ფუნქციის გაუმჯობესება და ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები, რასაც რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდიდან დაედო საფუძველი და დღემდე გრძელდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.12.2025

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. განცხადებას "ოცნებაში" თვალთმაქცობას უწოდებენ, ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ კოსის გზავნილი პირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური შანსი კიდევ აქვს.
|
ქეთო გოგოხია 15.12.2025

ლარის გამყარების პროცესი გრძელდება. როგორც ფინანსიტები აღნიშნავენ, რეალურად ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მყარი უნდა იყოს, მაგრამ ამას ცენტრალური ბანკის ინტერვენციები აფერხებს. სავარაუდოდ, სებ-ი ცდილობს, ზედმეტად არ გაძლიერდეს ლარი, პარალელუყრად დოლარის შესყიდვას აგრძელებს და სხვადასხვა მექანიზმით ხელს უშლით ლარის პოზიციების გაუმჯობესებას, ვინაიდან უფრო მეტად გამყარებული ეროვნული ლარი ეკონომიკის ზრდისა და ექსპორტისთვის შემაფერხებელს გარემოებად იქცევა.
|
მარიამ ვეკუა 15.12.2025

ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკება ბერლინში ორშაბათსაც გრძელდება - კვირას, გერმანიის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დასრულების მიზნით ისტორიული კომპრომისის შესაძლებლობა გააჟღერა - კიევი ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე უარის თქმას დასავლეთის იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ განიხილავს. ინფრომაციას ნიო-იორკ თაიმსი ავრცელებს.
|
თამარ ვეფხვაძე 15.12.2025

მიმდინარე წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, გარდა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვებების, ბუნებრივი საფრთხეების იდენტიფიცირების, ჰაერის, წყლის და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგის, კლიმატზე დაკვირვების და ასევე, ამინდის პროგნოზის ფუნქციებისა, გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმიანობა დაემატა.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.12.2025

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ სამი ოპოზიციური ძალიდან, აკრძალვის საფრთხე ყველაზე ნაკლებად "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მეტიც, ფიქრობენ, რომ ენმ "ოცნებას" "ასაზრდოებს" და "შესაძლოა გააძლიერონ" კიდეც. "ქართულმა ოცნებამ" შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასმართლოში ოქტომბრის ბოლოს შეიტანა, სასამართლოს კი განხილვის 9-თვიანი ვადა აქვს.
|
მარიამ ვეკუა 14.12.2025

აშშ-ის ოფიციალური პირები ბერლინში იმყოფებიან, სადაც ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ. ეს მოლაპარაკება კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სამშიდობო შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.12.2025

ოპოზიციაც და ხელისუფლებაც „ბოლომდე" ბრძოლის გზას ადგას - პერმანენტული ქუჩის აქციების პარალელურად, „ოცნება" კანონებს ეტაპობრივად ამკაცრებს. ოპოზიციაში უკვე ღიად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მათმა მიდგომამ არ გაამართლა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ასეთი ხისტი მიდგომების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე საუბრობენ და ბელარუსის მოვლენებთან ავლებენ პარარელს.
|
მარიამ ვეკუა 14.12.2025

12 დეკემბერს სოხუმში გამართულმა დე ფაქტო მინისტრთა შეხვედრამ აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და პანიკა გამოიწვია. საუბარია რუსეთში მყოფი აფხაზი ახალგაზრდების სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ, რაც თეორიულად შეიძლება ნიშნავდეს შემდგომში მათ გაწვევას რუსულ არმიაში და უკრაინაში საომრად გაგზავნას. თბილისში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ეს პროცესი ახლა იწყება და დე ფაქტო ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გაახმაურა, რათა მოსკოვის ეს გეგმა ჩავარდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.12.2025

18-19 დეკემბრის ევროპელი ლიდერები ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან. მთავარი განსახილველი საკითხებია ბლოკის გაფართოება, უკრაინა და ევროკავშირის უსაფრთხოება. ამასთან, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ევროკავშირი გაფართოების პროცედურის გამარტივებასაც განიხილავს, რათა უკრაინა ბლოკში დაჩქარებულად, 2027 წლის 1-ლ იანვრამდე მიიღოს. რამდენად რეალისტურია ეს გეგმა და შეეხება თუ არა ის ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, ჯერჯერობით გაურკვეველია.
|
მარიამ ვეკუა 12.12.2025

უკრაინა ტრამპის „დახვეწილი 28 პუნქტით" უკმაყოფილოა, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ტერიტორიული საკითხი მხოლოდ რეფერენდუმმა ან არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, აშშ-ს პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ისევ იმადგაცრუებულია. ხუთშაბათს, ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ დროის დაკარგვას აღარ აპირებს, რუსული მხარე კი ამტკიცებს, რომ დონბასზე ადრე თუ გვიან მთლიანად დაიპყრობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.12.2025

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრემიერმა თურქმენეთის ფორუმზე ოკუპაცია ახსენა იმ „სიღრმით და ხარისხით", რაც საჭირო იყო სათქმელიად. ამით „ოცნება" ეხმიანება ოპოზიციის მწვავე კრიტიკას, სადაც აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძემ აშხაბადში ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით რუსეთი, როგორც ოკუპანტი არ ახსენა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|