ქეთო გოგოხია
29.01.2024

საქართველოში უამრავი ადამიანი მევახშეები თალღლითური სქემის მონაწილე და მსხვერპლია. ბოლო დროის ნასყიდობის ხელშეკრულების გამო დაზარალებული მოქალაეების გამოსახლების ფაქტებმა გამოააშკარავა საკანონმდებლო ხარვეზი, რამაც მევახშეებს კვლავ გაუხსნა გზა. ადამიანები იღებენ სესხს, არ უკვირდებიან არაფერს, არ ითვალისწინებენ რისკებს და მერე სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებენ, რომ ჩაერთოს პრობლემის მოგვარების საკითხში. გარდა ამისა, უნებლიედ თვითონ კანონმდებლები აღმოჩნდნენ ამ პროცესის ხელის შემწყობი. უკვე დიდ პრობლემად იქცა ნასყიდობა-გამოსყიდვის  ხელშეკრულების მანკიერი მხარეები, რამაც, ფაქტობრივად, გზა გაუხსნა შავი ფულის მოძრაობას და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის ზრდას, რასაც ფინანსისტები ადასტურებენ.

ქეთო გოგოხია
29.01.2024

საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენას მინიმუმამდე შეამცირებს. ამის თქმის საბაბს იძლევა მსოფლიო სავალუტო ფონდის კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც  2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. ის, რომ საქართველო უახლოეს 5-6 წელიწადში ეკონომიკურ მაჩვენებლებს გაიუმჯობესებს და ევროკავშირის ქვეყნებთან სხვაობას მიინიმუმამდე შეამცირებს, მთავრობა ეჭვქვეშ არ აყენებს და ქვეყნის ამ შესაძლებლობას უკვე ეკონომისტებიც რეალურ პერსპექტივად განიხილავენ.

გვანცა წულაია
29.01.2024

მიგრანტების გადინებასთან ერთად, საქართველოში ნელ-ნელა ის კომპანიები იხურება, რომლებიც ქვეყანაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაარსდა. ეკონომისტების ამბობენ, რომ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებში ინტერესი აღარ იგრძნობა, რომ საქართველოში რამდენიმე თვის წინ გახსილი ბიზნესი შეინარჩუნონ.

თამთა ჩაჩანიძე
29.01.2024

 ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და მას „ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის. აწ უკვე ყოფილი პრემიერის თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში.

ნაზი ბერიძე
29.01.2024

სომხეთი აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის სწრაფად გაფორმებას სთავაზობს იქამდე, ვიდრე ყოვლისმომცველ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმება მოხერხდება - შესაბამისი ინიციატივით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბაქოს მიმართა.

ელზა პაპოშვილი
29.01.2024

ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს ვინ ამბობს სიმართლეს სკოლის მოსწავლე თუ პედოფილიაში მხილებული კაცი? ხაშურში მომხდარი მძიმე დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პედოფილიის ბრალდებით დაკავებული 51 წლის კაცი, როემლსაც გამოძიება მისივე თანასოფლელის 16 წლის ბიჭის გაუპატიურებას ედავება, ბრალს არ აღიარებს. ის ამტკიცებს, რომ სკოლის მოსწავლემ ამბავი გამოიგონა და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის სასამართლოზე მოსამართლეს არწუმნებდა, რომ მოზარდი ტყუილს ამბობდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.  

ელზა პაპოშვილი
29.01.2024

უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს აღმოსავლეთის ფრონტზე იგერიებს - სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არის  მოქცეული. 

დასავლური მედია წერს, რომ დიდი ალბათობით უკრაინა 2024 წელს აქტიურ თავდაცვაზე გადავა. სწორედ ამ სათაურით, „აქტიური თავდაცვა: როგორ აპირებს უკრაინა გადარჩენას 2024 წელს“ - გამოცემა Financial Times-ი აქვეყნებს. როგორც გამოცემა დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ უკრაინა ტაქტიკას ცვლის და 2024 წელს „აქტიურ თავდაცვაზე“ გადადის, ხოლო დასავლეთში უკრაინის ახალ იერიშს 2025 წლამდე არ ელოდებიან.

ნაზი ბერიძე
29.01.2024

ევროკავშირი მზად არის, უნგრეთის ეკონომიკას დაარტყას თუ ბუდაპეშტი, 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე ვეტოს დაადებს უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, - წერს გამოცემა The Financial Times-ი. „ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს იტყვის კიევის დახმარებაზე ვეტო-ს მოხსნაზე", - წერს გამოცემა ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

თამთა ჩაჩანიძე
29.01.2024

ბოლო პერიოდში, მმართველი პარტიის მხრიდან ხშირად კეთდება გაცხადებები არჩევნებამდე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გადადგომაზე და ოპოზიციაში გადასვლაზე. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ „ოცნების" ამ განცხადებებს რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, მათი თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციურ ფლანგს შეუერთდეს, ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს გიორგი გახარიას პარტია, ან „ლელო".

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2024

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების გაცხადებული გონივრული ვადა იწურება, თუმცა, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა თვის ბოლომდე აშშ-ის კონგრესი კიევისათვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას და რა შედეგით დასრულდება 1-ლ თებერვალს ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ დახმერების დამტკიცება იანვრის ბოლომდე თუ ვერ მოხერხდა, ეს შეფერხება უკვე უშუალოდ ფრონტზე დაიწყებს ასახვას. ამ ვადის ამოწურვამდე კი სულ რამდენიმე დღე რჩება.

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2024

გასულ პარასკევს თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. სხვადასხვა ფორმატში გამართული შეხვედრებისას საუბარი იყო ასევე ორ ქვეყენას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე და მსხვილ რეგიონალურ პროექტებში სომხეთის მონაწილეობაზე.

ელზა პაპოშვილი
28.01.2024

მოახერხებს თუ არა მმართველი პარტია და ოპოზიცია ევრორეკომენდაციებზე ერთობლივად მუშაობს, ამ დრომდე ისევ გაურკვეველია. ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ორშაბათს, 29 იანვარს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეხვედრა სამუშაო ფორმატის მორიგი რაუნდია ცხრა პრიორიტეტზე დისკუსიისთვის. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ნაწილს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ჩაერთვებიან თუ არა ამ სამუშაო ჯგუფში. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×