გვანცა წულაია
25.07.2023

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის კვლევითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე პროექტში ჩართული ქვეყნები პასუხის მოლოდინიში არიან, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მზად. მასშტბური პროექტით საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება, რომელიც ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს. ქვეყნის ენერგეტიკას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს, ხოლო ეკონომიკას დამატებით დიდ შემოსავალს გაუჩენს.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2023

ფრონტზე ბახმუტი კვლავ ერთ-ერთი ცხელი წერტილია. უკრაინელები ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციებს ნელი ტემპით აგრძელებენ, რის შედეგადაც მტერი იძულებული გახდა, რომ რამდენიმე დასახლებაში პოზიციები დაეტოვებინა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ოპერაცია წარმატებით განვითარდა, უკრაინელები ბახმუტში მყოფი რუსული ძალების ალყაში მოქცევას შეძლებენ. ეს ამოცანა აქვთ თავად უკრაინულ სამხედრო ხელმძღვანელობასაც.

ნაზი ბერიძე
25.07.2023

„სტრატეგია აღმაშენებლის" შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მაგველაშვილი შეუერთდეს. „ნაცმოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, თუმცა თავად მარგველაშვილი უარყოფს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" საერთო პოზიციები და ინტერესები აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2023

„ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 დარჩა შესასრულებელი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პუნქტების შინაარსი ბუნდოვანია. ერთი თვის წინ კი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყველა რეკომენდაცია, დეპოლარიზაციის გარდა, შესრულებული იყო, თუმცა ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, განსხვავებული შეფასებაა - სამი რეკომენდაცია სრულად შესრულებულია, 7-ში ნაწილობრივი პროგრესი გვაქვს, ორი კი არ შესრულებულა.

ელზა პაპოშვილი
25.07.2023

ხონში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებად იქცა. სოფელ ჯიხაიშში  65 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით მეზობელმა მიაყენა. სისხლიან დაპირიპირებას კი წინ კონფლიქტი უძღოდა, ბრალდებული მამაკაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი მათ სისტემატიურად ემუქრებოდა და ისინი თავს იცავდა. 

ელზა პაპოშვილი
24.07.2023

არასრუწლოვნების მორიგი ძარცვის ფაქტი, სადაც ძვირადღირებული ტელეფონებია წაღებული. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. როგორც მაღაზიის  წარმომადგენელი ამბობს, წაღებულია 3 ძვირადღირებული ტელეფონი. მაღაზიიდან ამოღებულ ვიდეოკადრებში ჩანან  მძარცველები, რომლებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. როგორც მაღაზიაში აცხადებენ, ზარალი  დაახლოებით 9 000 ლარია. 

ქეთო გოგოხია
24.07.2023

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასმა გეზი გაძვირებისკენ აიღო. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს, თუმცა დრო და დრო კლების დინამიკაც შეიმჩნეოდა. კონკრეტული მიზეზი, რა აძვირებს ან აიაფებს ძვირფას ლითონს, სპეციალისტებს უჭირთ და ამბობენ, რომ ოქროს საბაზრო ტენდენცია ეკონომიკურ კანონზომიერებას აცდენილია. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც  სექტორის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ, საქართველოში თურქული ოქროს გაყიდვების ზრდას უკავშირდება, რაც ამ ნაკეთობების სიიაფით არის განპირობებული.

ელზა პაპოშვილი
24.07.2023

უკრაინელებმა, გასული კვირის განმავლობაში, სამხრეთ ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინელებმა, კონტრშეტევის დაწყებიდან, აღნიშნული მიმართულებით 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

გვანცა წულაია
24.07.2023

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი სულ უფრო მეტად მატულობს. ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით, ქვეყნის როლი მუდმივად იზრდება. უკანასკნელ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს დერეფანზე გადმორთული ტვირთების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია და ეკონომისტების პროგნოზით, დერეფნის  აქტიურად გამოყენება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც მოხდება.

ქეთო გოგოხია
24.07.2023

ქართველებისთვის დასვენების ხარჯი ყოველ სეზონზე კატასტროფულად მატულობს, რის გამოც ხალხი უკვე კურორტებზე გამგზავრებასაც ვეღარ ბედავს. საოჯახო სასტუმროები რომ ავიღოთ, დღიური ხარჯი თითო ადამიანისთვის, საშუალოდ, 150 ლარს შეადგენს, ხოლო 1 კვირით დასვენების საფასური 1000 ლარს აჭარბებს, ხოლო ოჯახის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3000 ლარს აღწევს. კიდევ უფრო მაღალია ფასი მთის კურორტებზე, სადაც დასვენება გაცილებით ძვირი ღირს.

ქეთო გოგოხია
24.07.2023

თხევადი საავტომობილო გაზის ხარისხის კონტროლი აუცილებელია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ თხევად გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები ეკოლოგიის ერთ-ერთ დამბიძნურებლებს წარმოადგენენ, ამიტომ ხარისხზე მათი შემოწმება ინტენსიურად უნდა ხდებოდეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა სახარბიელო არ არის, რადგან კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხორციელდება და არც ლაბორატორიაა, სადაც შეიძლება გაზის გამონაბოლქვის შემოწმება ხდებოდეს.

ნაზი ბერიძე
24.07.2023

წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო ზაგრებში, - ამის შესახებ ხორვატიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×