ირაკლი ლომიძე 09.11.2020
ნავთობპროდუქტების იმპორტში როგორც ოქტომბერი, ასევე მთლიანად წლიური მონაცემი კლების ტენდენციით ხასიათდება. ცვლილება ამ მიმართულებით განსაკუთრებით საცხებ-საპოხი მასალების და საავიაციო ნავთის იმპორტმა განიცადა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში იმპორტის პრობლემას პანდემიას უკავშირებენ, ასევე შეზღუდვებს, რომელიც წლის პირველ კვარტალში დაწესდა.
|
ირაკლი ლომიძე 05.11.2020
ლარი არნახულ გაუფასურებას განიცდის. თუკი რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლებოდა კურსისთვის ყოფილიყო, ფაქტობრივად, ქართულ ვალუტას, ყველაფერი ერთად დაატყდა თავს - მაკროეკონომიკური პროცესების გავლენა, პოლიტიკური დაძაბულობა, ეკონომიკური ვარდნა, მთავრობის მიმართ უნდობლობა და დიდი ფსიქოლოგიური წნეხი, რაც დევალვაციის საფუძველი გახდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დღეს ლარს სტაბილურობისთვის არანაირი რესურსი აღარ შერჩა.
|
გვანცა წულაია 05.11.2020
პანდემიის პირობებში ჰორეკა ბიზნესი ძალიან დაზარალდა. კორონავირუსის გამო, მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ უამრავი ბიზნესი გაკოტრდა. ვინც ასეთ მძიმე ვითარებაში გადარჩენა მოახერხა, უამრავი ვალი დაუგროვდა და ახლა არსებობის შენარჩუნებისთვის იბრძვის, თუმცა რამდენად შეძლებს, გასარკვევია.
|
გვანცა წულაია 05.11.2020
კორონავირუსის მზარდი შემთხვევების გამო, ავიაკომპანიების ნაწილმა საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შემცირების ან გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მძიმე ეპიდვითარების გაგრძელების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, იგივე ნაბიჯს სხვა კომპანიებიც გადადგამენ.
|
ირაკლი ლომიძე 04.11.2020
მთავრობა ირწმუნება, რომ ,,ლოკდაუნი“ არ იქნება, თუმცა ეკონომიკაში შეზღუდვები ლამის ყოველდღიურად წესდება. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, მათ შორის მომსახურების სფერო, რომელზეც მშპ-ს 68% მოდის, თითქმის მთლიანად იზღუდება. მთავრობაში მკაცრ რეგულაციებს იმით ამართლებენ, რომ არჩევანი მოქალაქეების ჯანმრთელობის სასარგებლოდ გააკეთეს, თუმცა აქაც დიდი წარუმატებლობაა, ეპიდემია ფაქტობრივად უმართავია, ხოლო ჩაკეტილი ეკონომიკა უამრავ პრობლემას ქმნის.
|
რეზონანსი 04.11.2020
საქართველოში დღეს არსებული არასტაბილური გარემო ფასებზე პირდაპირ მოქმედებს. პოსტსაარჩევნო, დევალვაციისა და ახალი შეზღუდვების გამო პროდუქციის ღირებულება ახლა სამმაგი დარტყმის ქვეშაა. ქვეყანაში ისედაც მაღალი ინფლაციაა, მაგრამ თუკი ახლა პოლიტიკურად და ეკონომიკურად მდგომარეობა არ გამოსწორდება, არსებობს იმის საშიაშროება, რომ ძირითადი მოხმარების საქონელი კიდევ გაძვირდეს.
|
გვანცა წულაია 03.11.2020
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, საქართველოში დამატებითი შეზღუდვები წესდება. ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 2000-ს მიაღწია, რის გამოც მთავრობას ქვეყანაში ახალი შეზღუდვები შემოაქვს. ეს ვირუსის შეჩერების ერთ-ერთი გზაა, თუმცა ეს გარემოება ეკონომიკას ძირს უთხრის.
|
გვანცა წულაია 03.11.2020
კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საქართველოში ასობით კომპანია დაიხურა, კიდევ უფრო მეტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. დროებით დახურული კომპანიები ახლა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას ელიან.
|
რეზონანსი 03.11.2020
არჩევნები სულ რაღაც სამი დღეა, რაც დამთავრდა და ლარის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. ფინანსისტების აზრით, ეს ასეც იყო მოსალოდნელი. ახლა მთავარია, ეროვნული ვალუტა საგრძნობლად არ გაუფასურდეს, რათა შემდგომში მისი გამყარება არ გართულდეს. ამჟამინდელი პროგნოზით, კურსის ვარდნა, ჯერჯეობით, გაგრძელდება და ლარის გამყარებას დეკემბრიდან უნდა ველოდოთ.
|
ნინა გარდაფხაძე 02.11.2020
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა დიდი სისწრაფით შემცირება დაიწყო. ბოლო ერთ კვირაში ნედლი ნავთობი 14 პროცენტით, რაც პანდემიის მეორე ტალღით და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მკაცრი შეზღუდვების დაწესების გამო მოთხოვნის საგრძნობ შემცირებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ფასი იკლებს, ჯერჯერობით შესაბამისი ასახვა საქართველოში არ მომხდარა და შეიძლება ვერც კი მოხერხდეს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენადაც სტაბილური იქნება ლარის გაცვლითი კურსი.
|
ირაკლი ლომიძე 02.11.2020
კომუნალური გადასახადების გაძვირება მომავალი წლიდან გარდაუვალია. ცვლილება განსაკუთრებით ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით არის მოსალოდნელი. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სხვა შემთხვევაში, ინვესტორებიც ვერ შემოვლენ და დამატებით ესეც შექმნის პრობლემას. ამიტომ სემეკს, სავარაუდოდ, გადასახადის გაძვირება მოუწევს. რა სქემები მუშავდება ამ დროს მარეგულირებელ კომისიაში?
|
ირაკლი ლომიძე 02.11.2020
არჩევნების შედეგმა საქართველოს ეკონომიკას საფრთხე შეუქმნა. ფაქტობრივად, ბოლო წლების განმავლობაში პირველადაა, როცა პოლიტიკამ ეკონომიკური ზრდის, ლარის გამყარებისა და ზოგადად, განვითარების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სპეციალისტების მხოლოდ ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი ეკონომიკური გუნდი არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდება. მათი უმრავლესობა პროცესების გაუარესების მოლოდინშია და აცხადებს, რომ ქვეყანა ნეგატიური სცენარით მიდის, რაც ეკონომიკისთვის შეიძლება მძიმე შედეგითაც დასრულდეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|