სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეო გუდავაძე
    12.03.2019

     დაახლოებით 2 კვირაში პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს. სავარაუდოდ, მომხმარებლისთვის ეს დამატებითი ხარჯი იქნება, მაგრამ არც ერთ სავაჭრო ობიექტში ჯერჯერობით არ არიან ინფორმირებული, რა ეღირება ახალი ტიპის პარკები. სპეციალისტების აზრით, ე.წ. ქაღალდის ჩანთები, შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი ღირდეს, მაგრამ ეკოლოგიისთვის ეს იქნება ყველაზე მეტად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საზოგადოება უნდა შეეგუოს.

    ნინა გარდაფხაძე
    12.03.2019

     მაღალმთიანი რეგიონებისა და სოფლების გარდა, ბარის დაცარიელების პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. კარგი კლიმატური პირობებისა და მოსავლიანობის მიუხედავად, წყალტუბოს რაიონში მასობრივად თითო და ორკაციანი ოჯახებია. რეგიონიდან მიგრაცია უფრო და უფრო იზრდება. პროცესი თუ ადრე ქუთაისსა და დედაქალაქში წასვლით შემოიფარგლებოდა, დღეს უკვე პირდაპირ ევროპის ქვეყნებისკენ უჭირავთ გეზი.

    მარი ჩიტაია
    12.03.2019

     2018 წელს საქართველოში ინვესტიციების კატასტროფული ვარდნაა. 4 კვარტალის შედეგით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.232 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. "რეზონანსის" პროგნოზი გამართლდა და უცხოური კაპიტალის ნაკადი 5-წლიან მინიმუმამდე დაიწრიტა.

    მარი ჩიტაია
    12.03.2019

     სამეგრელოში კონტრაბანდამ "აიწყვიტა". ზუგდიდში მოსახლეობა თითქმის მასობრივად კონტრაბანდული სიგარეტის მომხმარებელია. ამას ხელს უწყობს ფაქტი, რომ აფხაზური აქციზით სიგარეტის ყიდვა ადგილობრივ ბაზრობაზე თავისუფლად შეიძლება. რაც შეეხება ფასში სხვაობას, 1 კოლოფ სიგარეტზე დაახლოებით 1,50-2 ლარის ფარგლებშია და ეს ნებისმიერი დასახელების სიგარეტს შეეხება.

    თამუნა მუკბანიანი
    08.03.2019

     აეროპორტების მმართველი კომპანიის "ტავ ურბანის" წინააღმდეგ, "ჯორჯიან ეარლაინსი" საპროტესტო აქციას მართავს. თურქული კომპანია ქართულ ავიაკომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიამიმოსვლის საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა, - ასეთია ქართული გადამზიდავის პოზიცია. საავიაციო სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები აქციაში მონაწილეობას გეგმავენ და განცხადების პათოსს იზიარებენ.

    თეო გუდავაძე
    08.03.2019

     თბილისში პარკირების საფასური ფ, ი და ს ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება, 1 ლარიდან 2 ლარამდე. ასეთ პირობებში თვეში, საშუალოდ - 160-200 ლარი, ხოლო მაქსიმალური 320-400 ლარი იქნება გადასახდელი. ამასთან, გამოიკვეთა მეთოდები, რომლითაც მძღოლები შეეცდებიან, თავი აარიდონ უზარმაზარ გადასახადს.

    თამუნა მუკბანიანი
    08.03.2019

     სესხების განულების პროგრამაში ჩართული ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისაგან "ქართუმ" პორტფელები ნების საწინააღმდეგოდ და დაბალ ფასად შეისყიდა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე და რამდენიმე არასაბანკო ორგანიზაციის მფლობელი უკვე საუბრობს.

    მარიკა გოგოხია
    08.03.2019

     წლის პირველი კვარტალი არ შესრულებულა და ადგილობრივი პროდუქტის მარაგი მიილია. ვაშლისა და ნივრის გარდა, დახლებზე მასობრივად იმპორტული პროდუქტი იყიდება. ამის მიზეზი მოსავლის დეფიციტია, რასაც სპეციალისტები სოფლებში შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებას უკავშირებენ. შესაბამისად, იმპორტული სურსათი ბაზრებში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

    რეზონანსი
    07.03.2019

     „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” (ADC) გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ანაკლიის სასწავლო ცენტრი გახსნეს და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს. ეს ინიციატივა მიზნად ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

    მარი ჩიტაია
    07.03.2019

     K2 კოეფიციენტის აკრძალვის შემდეგ შეიძლება, აკრძალვა შენობის სართულიანობაზეც დაწესდეს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, ქალაქმა საშუალოსართულიანობის განაშენიანების პარამეტრი და ხარისხი დაიცვას, რაც სეისმურ რისკს მაქსიმალურად შეამცირებს. ამ მხრივ პრობლემა განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმშია.

    მარი ჩიტაია
    07.03.2019

     ტექდათვალიერების პროცესის ირგვლივ ვითარება შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს. საუბარია, რომ სოფლებში და რაიონულ ცენტერებამდე მოძრავმა მანქანებმა 2025 წლამდე ინსპექტირება არ გაიარონ და ამისათვის არც არავინ დააჯარიმებს. სპეციალისტები ისედაც საუბრობენ, რომ პროექტში უამრავი ხარვეზია, რის გამოც ბევრი საკითხი რეალურად გადაუჭრელი რჩება.

    თამუნა მუკბანიანი
    07.03.2019

     ხელისუფლება თამბაქოზე ფასის კიდევ უფრო მეტად გაზრდას გეგმავს. აქამდე თუ სამიზნე სიგარეტი და მისი მომხმარებელი იყო, ახლა აქციზი უკვე გასახვევ თუთუნზეც მოიმატებს. ამის გამო ისედაც 20-ჯერ გაზრდილი კონტრაბანდის რისკი კიდევ უფრო მეტად მატულობს. უკვე გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებსაც თამბაქოს დიდი ოდენობა კონტრაბანდული გზით შემოაქვთ და მას ე.წ. ბაზრობებზე ყიდიან.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×