ნინა გარდაფხაძე
20.12.2021

გამორიცხული არ არის, ნამოხვანჰესი სახელმწიფომ ააშენოს, თუმცა იქამდე უნდა გაირკვეს, ნამდვილად გადის თუ არა თურქული კომპანია „ენკა“ ქვეყნიდან. რა პლუსები და პრობლემები აქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მსგავსი მასშტაბის პროექტს და როგორი იქნება რიონის ხეობის მცველების პოზიცია, ახლა ესაა საინტერესო. „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა ყველა მხარის პოზიციით და აზრი პროტესტის ავტორებსა და დარგის სპეციალისტებს ჰკითხა.

ირაკლი ლომიძე
20.12.2021

ნავთობპროდუქტების იმპორტში ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მატება შეინიშნება, თუმცა ყველაზე მზარდი დინამიკა საავიაციო ნავთის იმპორტშია, რაც ტურიზმის გამოცოცხლებასა და ზოგადად, ავიაციაში გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.

ირაკლი ლომიძე
20.12.2021

თბილისი მხოლოდ ქარის დროს ნიავდება. ამ ფუნქციას ადრე ლისისა და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვარი და გამწვანების რამდენიმე სივრცე ასრულებდა, მაგრამ, უწესრიგო განაშენიანების ფონზე, სარეკრეაციო ზონებს ეს შესაძლებლობა უკვე აღარ აქვთ. ჯერჯერობით, დედაქალაქის განიავების ფუნქციას მტკვარი ასრულებს, მაგრამ - არასაკმარისად. ამ დროს  სამშენებლო მტვერი, მანქანებისა და უკვე გათბობის გამონაბოლქვი ატმოსფეროში სერიოზულ დაბინძურებას იწვევს, რომელიც ილექება დაბლა და  მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის.

თამარ ვეფხვაძე
20.12.2021

სოფლის განვითარების სააგენტო არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით პროექტების აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებს. აგრარული სექტორის ხელშეწყობის პარალელურად წარმატებით ხორციელდება ისეთი პროგრამები, რომელიც სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას უწყობს ხელს და  რეგიონებში წარმოების ზრდას, ასევე ტექნოლოგიურ წინსვლას, ინტელექტუალურ განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.  სოფლის განვითარების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

ირაკლი ლომიძე
16.12.2021

ეპიდემიოლოგები პოზიციას არ ცვლიან და შეზღუდვების აუცილებლობის შესახებ ისევ ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკასა და ზოგადად ბიზნესზე ლოქდაუნის გავლენა ყველას მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვს, ექიმების ნაწილი ჯიუტად იმეორებს, რომ ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, თუკი ,,ომიკრონის“ ახალი შტამი შემოვა. ვირუსის გავრცელების რისკი კი დიდია, შესაბამისად,, თუკი ეკონომიკის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს რეალობა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შეიძლება დადგეს. სპეციალისტების აბსოლუტური უმეტესობა ამ ცვლილებას კატასტროფულს უწოდებს და ფიქრობს, რომ კიდევ ერთ ლოკდაუნს ძლივს ფეხზე წამომდგარი ეკონომიკა რეალურად ვეღარ გადაიტანს.

გვანცა წულაია
16.12.2021

„კარფურის” წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ჰიპერმაკეტების ქსელის სრული კრახით მიმდინარეობს. კომპანია „გრანდმა“ მათ წინააღმდეგ სართლებრივი დავა პირველ ინსტანციაში უკვე მოიგო. კომპანიაში კმაყოფილნი არიან და ამბობენ, რომ ეს ძალიან კარგი პრეცენდენტია და სხვებისთვისაც მაგალითი იქნება. თავად „კარფური” წაგებით გამოწვეულ დუმილს ინარჩუნებენ.

გვანცა წულაია
16.12.2021

ეროვნული ვალუტა სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას ახერხებს. ლარმა ნოემბერ-დეკემბრის კრიტიკული პერიოდი უკვე გადალახა და ახლა ყოველდღიურად პოზიციებს იუმჯობესებს. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა ელის ლარს წინასაახალწლო პერიოდში და ახალი წლის დღეებში.

გვანცა წულაია
15.12.2021

აზარტული თამაშების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. წინ კიდევ ორი განხილვაა და იგი ძალაში შევა. ხელისუფლების მიდგომა ამჯერად ხისტია. მთავრობაში ამბობენ, რომ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი კანონპროექტი მიზანს ვერ მოემსახურება, შესაძლოა, მომავალში სხვა აკრძალვებზეც იყოს საუბარი.

თიკა სიბოშვილი
15.12.2021

 

იმპორტიორები საახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას ელოდებიან, არადა, ქვეყანაში მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება. მიზეზები, რომელთა გამოც სურსათზე თითქოს ფასი უნდა გაიზარდოს, გამოსწორების პირასაა: ლარმა გამყარება დაიწყო, ხოლო საწვავმა - გაიაფება. ბოლო რამდენიმე თვეა, სიძვირის გამო, ხალხმა იაფი საკვების შეძენა დაიწყო, რაც რისკის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას. ახლა გასარკვევი ისაა, გაგრძელდება თუ არა გაძვირება წინასაახალწლოდ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მომხმარებელი.

გვანცა წულაია
14.12.2021

საქართველოს ახალი საფრთხე ემუქრება _ ეპიდემიოლოგები უკვე ყოველდღიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქვეყანაში „ომიკრონის” ტალღა გარდაუვალია. ჯანდაცვის სისტემა საფრთხეს უკვე გრძნობს. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა ელის ეკონომიკას და როგორი მოლოდინი აქვს ბიზნესს, გრძნობს თუ არა კერძო სექტორი შეზღუდვის საშიშროებას?

გვანცა წულაია
14.12.2021

წლევანდელმა ტურიზმის სექტორმა, ასე თუ ისე, გამართულად იმუშავა. იყო ჩავარდნები, ვიზიტორთა ნაკლებობა, ჯავშნების გაუქმებაც, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგი იმაზე უკეთესია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ზამთრის ტურიზმთან დაკავშირებით კი, სამწუხაროდ, კარგი არაფერი ისმის.

რეზონანსი
14.12.2021

საავტომობილო ბიზნესში მდგომარეობა, 2020 წელთან შედარებით, გამოსწორდა, თუმცა პანდემიამდელ ნიშნულზე დასაბრუნებლად ბიზნესს ძალები, ჯერჯერობით, არ ჰყოფნის. ავტოიმპორტიორების შეფასებით, ბაზარი დიდი დატვირთვით ახლაც ვერ მუშაობს, მაგრამ გაუმჯობესება ნამდვილად იგრძნობა. როგორც აღმოჩნდა, იმპორტი არ შეჩერებულა არც პანდემიის დროს, შესაბამისად, როგორც იმპორტში, ასევე რეექსპორტშიც ზრდაა, თუმცა ბიზნესი ვითარდება ინერციით, თანაც წლევანდელი წელი საავტომობილიო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მაღალი ფასებით გახდა გამორჩეული.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×