ქეთო გოგოხია
01.11.2023

გეოპოლიტიკურად მძიმე და გაურკვეველი ვითარება, სააქციო ბაზრების განვითარების დაბალი დონე, ფინანსური გაუნათლებლობა და სხვა არაერთი პრობლემაა, რაც დაგროვებითი პენსიის სისტემას საფრთხეს უქმნის. რისკები კი ნამდვილად რეალურია, რის გათვალისწინებითაც სპეციალისტები მთავრობას საკუთარ რეკომენდაციებს სთავაზობენ და ურჩევენ, რომ მოსახლეობას მისცენ არჩევანი, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, დაბალრისკიან პორტფელში დარჩეს თუ მაღალრისკიანში გადაინაცვლოს, როცა კანონიერად დადგება ამის საჭიროება.

გვანცა წულაია
01.11.2023

საქართველოში ელექტრომობილები ძალიან ცოტაა და ვერანაირი პოპულარობით ვერ სარგებლობს ეკოლოგიური ტრანსპორტი. მიზეზი სხვადასხვაა, რაც ძირითადად, მისი ექსპლუატაციის დისკომფორტს უკავშირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებიდან ელექტრომობილების წილი მხოლოდ და მხოლოდ 0.4%-ია.

თიკა სიბოშვილი
31.10.2023

საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში შთამბეჭდავად ვითარდებოდა, თუმცა უკვე მეორე თვეა, რაც ზრდის ტემპი ისეთი მაღალი არ არის, როგორც აქამდე იყო. აგვისტოდან მოყოლებული შენელება თვალში საცემია. სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 5.1%-ით გაიზარდა. ეს უკვე ზედიზედ მეორე თვეა, როცა ეკონომიკის ზრდის ტემპი იკლებს. მიუხედავად ამისა, დადებითი ტრენდი მაინც შენარჩუნებულია. როგორი იქნება ბოლო თვეები და როგორ დასრულდება წელი, ეს ახლა ყველაზე მეტად საყურადღებოა.

გვანცა წულაია
31.10.2023

საბანკო სფეროში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დღეიდან მოქალაქეები სამომხმარებლო სესხის აღებას 3 წლის ნაცვლად, 4 წლით შეძლებენ. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 ოქტომბერს მიიღო, რომელიც, საბანკო სფეროს სპეციალისტების შეფასებით, მსესხებლებისთვის კარგი ნაბიჯია. 

ქეთო გოგოხია
31.10.2023

დედაქალაქში მალე მიწის სისტემური რეფისტრაცია დაიწყება. თბილისის მერია უკანონოდ მიტაცებული ნაკვეთების პრობლემის გადაჭრას ამ გზითაც შეეცდება. ურბანისტები ამბობენ, რომ ქალაქის გეგეგმარების თვალსაზრისით პროგრამა აუცილებლად განსასახორიებელია, რაც მოქალაქეებისთვისაც კარგი იქნება, უბრალოდ, დიდ დროს და რესურსს მოითხოვს.

ქეთო გოგოხია
30.10.2023

საცხოვრებელ ბინებში გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც დიდ პრობლემაა. ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და უკვე არის მსხვერპლი, რაც  გვაფიქრებს, რომ სიტუაცია სეზონის განმავლობაში შეიძლება დამძიმდეს. საკმაოდ დიდია რისკი, რომ გაზით მოწამვლისა და დანადგარების აფეთქების შემთხვევები გახშირდება.

ქეთო გოგოხია
30.10.2023

საქართველოში გაზის საბადოების არსებობის საკითხი ისევ გააქტიურდა. სპეციალისტებს და ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ,,პერსპექტიული რესერსის" არსებობა არ აეჭვებთ, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ მარაგი საყურადღებო არ არის. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გარკვეული მარაგი შეიძლება იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნავთობისა და გაზის სააგენტოსაც არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული.

ქეთო გოგოხია
30.10.2023

გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაძვირების ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ღირებულება თითქმის 10%-ით არის გაიაფებული. ფაქტობრივად  ყველა მოცემულობაა, რაც ფასზე დადებითად მოქმედებს. ამ მომენტისთვის ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საწვავი  საქართველოში არ გაძვირდეს, თუმცა ფასის კლება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. იმპორტიორებს ეს მოლოდინი არც აქვთ, მთავარია გლობალური ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიაფდება საწვავი ქართველი მომხმარებლებისთვის.

ქეთო გოგოხია
27.10.2023

წლევანდელ რთველს კლიმატურმა პირობებმა პრობლემები შეუქმნა, თუმცა სახელმწიფოსთან კოორდინირებული მუშაობით რისკები მინიმუმამდე დავიდა და ყველაფერი გაკეთდა, რათა ამინდის გავლენას ნაკლები დანაკარგი მოჰყოლოდა. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო. ახლა მთავარი საზრუნავი ღვინის ხარისხია, რათა გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის მიერ დამკვიდრებული ნიშა უფრო მეტად განმტკიცდეს.

გვანცა წულაია
26.10.2023

თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს. ქვეყანაში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა. ითქვა, რომ ქართული სახელმწიფო მყარი და სტაბილური პატრნიორია და ეკონომიკური თანამშროლობა მომავალში უფრო მეტად გაღრამავდება.

ქეთო გოგოხია
26.10.2023

საქართველოს საზღვაო ტერმინალებს საქართველოს ეკონომიკაზე უდიდესი ეფექტი აქვს და ამ პოტენციალის სწორად განვითარებით შესაძლებელია ქვეყანამ უზარმაზარი სარგებელი მიიღოს. ყულევის, ბათუმის, სუფსისა და  ფოთის პორტებს,  რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ბიუჯეტში სერიოზული  შენატანები შეაქვს, ეკონომიკურ ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×