ქეთო გოგოხია
18.10.2023

გაისად სიმინდის დეფიციტია მოსალოდნელი. წელსაც ქვეყანა უმეტესად  იმპორტულ სიმინდს მოიხმარდა და მომავალში ეს დამოკიდებულება უფრო გაიზრდება. რეგიონებში, სადაც  სიმინდის კულტურა მოჰყავთ, ხალხი ამბობს, რომ უამინდობამ, ასევე მავნებელმა, მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. თანაც გაზაფხულზე ნაკლები ფართობები დაითესა და წინა წელთან შედარებით, მოსავალიც დაბალია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მარცვლეულსა და ფქვილზე ფასი ისევ მოიმატებს.

გვანცა წულაია
18.10.2023

საბანკო სექტორში მალე ახალი ცვლილებები ამოქმედდება. ჩანაწერი, რომელიც სესხებს უკავშირდება სრულიად იცვლება. საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე, რომლის საფუძველზეც მომავალი წლიდან სამომხმარებლო სესხი განსხვავებულად გაიცემა.

ქეთო გოგოხია
18.10.2023

საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენას – Sommet De L’elevage 2023 -ს სტუმრობდა. მასშტაბური ღონისძიება 6 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგნელები, ასევე სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათთვის კიდევ ერთი ფანჯარა გაიჭრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეტი განვითარებისა და ცოდნის გაზიარებისთვის, რის შედეგსაც დარგი მალე იგრძნობს.

გვანცა წულაია
17.10.2023

სამედიცინო სფეროში დასაქმებულთათვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების არეალი ფართოვდება. თუკი 2023 წლის დასაწყისიდან, ექიმებს და ექთნებს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდათ, ცვლილება ძალაში შევა უმცროსი ექიმისთვის, ექთნის თანაშემწისთვის, ბებიაქალისთვის და სანისტრისთვისაც.

თიკა სიბოშვილი
17.10.2023

ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაზეც ადგილობრივები დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა ამის პარარელურად საქართველოს შორიახლოს ძალიან რთული სიტუაციაა. უცხოელი ტურისტები მოგზაურობას თავს მასობრივად არიდებენ და იმავდროულად შეფერხებულია მიმოსვლაც. ვიზიტორების რაოდენობამ უკვე დაიკლო და უკეთესის მოლოდინი არც მომავალშია. რამდენად დიდ გავლენას იქონიებს საომარი სიტუაციები ზამთრის ტურისტულ სეზონზე და როგორი დატვირთვით გაიხსნება თეთრი კურორტები?

ქეთო გოგოხია
16.10.2023

საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა მცირდება და ამ პროცესის პარალელურად იკლო გაზავნილების მოცულობამაც. მართალია, რუსეთი გზავნილების მიმართულებაში ლიდერი ქვეყანაა, მაგრამ გადმორიცხული თანხის  რაოდენობა საკმაოდ მკვეთრად არის შემცირებული. ის, რომ რუსი მიგრანტების რიცხვმა იკლო, ამით ინფლაციაზე ერთ-ერთი დამატებითი წნეხი შემსუბუქდა, თუმცა ეკონომიკური აქტივობაც შენელდა. სავარაუდოდ, უძრავი ქონების ბაზარზე მიგრანტების გავლენის ფაქტორიც შესუსტდება, მაგრამ ნეგატიური შედეგი ფულადი გზავნილების კლებაზე მაინც აისახება, როგორც ამას ეკონომისტები ადასტურებენ.

ქეთო გოგოხია
16.10.2023

ლარის გაუფასურების ტენდენცია გრძელდება, რაც ბიზნესისა და ეკონომიისთვის რისკებს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მყარდებოდა და ტენდენცია სტაბილურად ნარჩუნდებოდა, ახლა ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა და გაუფასურების გზას დაადგა. ჯერჯერობით რაიმე ნიშნები, რაც ამ პროცესს შემოაბრუნებს, არ იკვეთება. გაცვლითი კურსის სტაბილურობა უკვე გამოწვევად იქცა. დიდი ალბათობაა, რომ წლიურ ჭრილში გაუფასურებული ლარი მივიღოთ, თუმცა სპეციალისტები არ ფიქრობენ, რომ კურსი შარშანდელ ნიშნულს დაუბრუნდება.

გვანცა წულაია
13.10.2023

ისრაელში დაწყებული ომი საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენას იქონიებს. ისრაელიდან საქართველოში ვიზიტორები აქტიურად შემოდიოდნენ, თუმცა ახლა ეს მიმართულება დიდი საფრთხის ქვეშაა. ცნობილია, რომ უკვე უქმდება ჯავშნებიც და კომპანიებს, რომლებიც ისრაელის ბაზარზე მუშაობდნენ, დიდი პრობლემები ელით.

ქეთო გოგოხია
12.10.2023

მიწებს, რომელსაც მოსახლეობა ვერ დაირეგისტრირებს, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა და მუნიციპალიტეტების ბალანსზე იქნება. სხვადასხვა შეღავათის მიუხედავად რეგისტრაციის პროცესი მაინც ჭიანურდება და მიწის მფლობელების დიდი ნაწილი არ არის დაინტერესებული, რომ მიწა საკუთრებაში ჰქონდეთ. როგორ შეხვდება ამას მოსახლეობა და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს, სპეციალისტების მხრიდან სხვადასხვაგვარად ფასდება. ნაწილი  სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ცივილური დამოკიდებულებით ხსნის, ნაწილიც ამბობს, რომ ამით მთავრობა უპირისპირდება ხალხს და შეიძლება სერიოზული სოციალური უკმაყოფილება გამოიწვიოს.

გვანცა წულაია
12.10.2023

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა. საუბარია გრძელვადიან, 2022-28 წლის პროგნოზზე, რომელის მიხედვითაც, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდის ტემპით 193 სახელმწიფოს შორის მეორე ადგილზეა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი - პირველ ადგილზე. ეკონომისტები ამბობენ, რომ იმ ტემპით, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანას აქვს, ასეთი შედეგის მიღწევა რეალურია და არც უკეთეს მაჩვენებელზე გასვლაა გამორიცხული.

გვანცა წულაია
11.10.2023

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართვაზე ბევრი ბენეფიციარი უარს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დახმარება არ შეუწყდებათ, უარის თქმის მიზეზი, ეკონომისტების მოსაზრებით, შეიძლება რამდენიმე იყოს. პირველი ის, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილი არაფორმალურ გარემოშია დასაქმებული და მეორე მიზეზი მთავრობის პროგრამაში გაწერილი დაბალი ანაზღაურებაა.

ქეთო გოგოხია
11.10.2023

პროფესიული სასწავლებლების მიმართ ინტერესი მატულობს და წლიდან წლამდე მეტი კადრის გადამზადება ხერხდება, თუმცა შრომის ბაზარს ეს ჯერჯერობით არ ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული სასწავლებლები სტანდარტს კარგად აკმაყოფილებენ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხს არათუ არ ჩამოუვარდებიან, პირიქით, ზოგ შემთხვევაში, აღემატებიან კიდეც, მუშახელი ბაზარზე მაინც ძნელად იშოვება. ამის მიზეზი კადრების გადინებაა, მათ შორის პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებისა, რომლებიც შრომის ანაზღაურების კუთხით მეტ პერსპექტივას სწორედ ქვეყნის გარეთ ხედავენ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×