ქეთო გოგოხია
13.11.2023

ევროკავშირის წევრობის სტატუსი ქართულ ბაზარზე გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს და ქვეყნის კეთილდღეობაზე დადებით გავლენას მოახდენს. ეს ერთი მხარეა, რაზეც სპეციალისტების უმეტესობა საუბრობს. მეორე მხარეა ის ცვლილებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, ფასებზე აისახება. პირველ რიგში, შესაძლოა, უძრავი ქონება გაძვირდეს, შეიცვალოს სამომხმარებლოს ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ღირებულება, თუმცა საავტომობილო ბაზარი რჩება გამონაკლისად, სადაც შეიძლება კლებაც კი დაფიქსირდეს.

ქეთო გოგოხია
09.11.2023

საქართველოში ბოლო წლებში აშენებული კორპუსების უმეტესობა სეისმომდგრადობის სტანდარტს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს, თუმცა შენობების დიდი ნაწილი, მათ შორის საბჭოურ პერიოდში აშენებული სახლები ნაკლებად მდგრადია. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტებიო აღნიშნავენ, ხშირ შემთხვევაში თვითნებური მიშენებებია, რის გამოც შენობის კონსტრუქციები შეიცვალა და მათი სიმტკიცე საეჭვო გახდა. პროცენტულად რა წილი უჭირავს ასეთ შენობებს, უცნობია, ვინაიდან მონიტორინგი შესუსტებულია და საკითხიც, ძირითადად, მაშინ იძენს აქტუალობას, თუკი სადმე უბედური შემთხვევა დატრიალდა ან მიწისძვრა მოხდა.

გვანცა წულაია
09.11.2023

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაციას თავისი დადებითი და უარყოფითი ეკონომიკური შედეგი აქვს. ერთი მხრივ ქვეყანამ სარგებელი მიიღო, მაგრამ მეორე კუთხით შეიქმა პრობლემაც. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე მიგრანტების ეფექტი ნაკლებად იკვეთება, მაგრამ საინტერესოა, რომელი ფაქტორი უფრო წონიანია, დადებითი ეფექტი თუ უარყოფითი?

გვანცა წულაია
09.11.2023

ტურიზმთან ერთად, ისრაელში მიმდინარე ომის გამო, ორი ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობას საფრთხე შეექმნა. ბიზნესში და ეკონომისტებში მოლოდინია, რომ კერძო სექტორს ისევე მოუწევს სხვა ქვეყნის ბაზარზე გადართვა, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, თუმცა განსხვავება ისაა, რომ საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკური ურთერთობები უფრო მოცულობითი იყო, ვიდრე ისრაელისა და საქართველოსია.

ქეთო გოგოხია
08.11.2023

საქართველომ ევროპისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა იმისა, რომ იგი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა, საყურადღებოა ეკონომიკური სარგებელიც, რომელიც შეიძლება ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით მიიღოს. ეკონომისტების ერთი ნაწილი სწორედ ამ ბენეფიტებზე  საუბრობს, თუმცა სპეციალისტების მეორე ნაწილი ამ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად  მიიჩნევს.

გვანცა წულაია
08.11.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი მკვეთრად იაფდება. ასეთია ბოლო რამდენიმე კვირის ტენდენცია. ერთი ბარელი "ბრენტის" ღირებულება უკვე 80 დოლარამდე დავიდა. ეს მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ნედლი ნავთობის ფასმა ლამის 100 დოლარს მიაღწია. საქართველოში კი საწვავი არაფრით არ იაფდება. ცვლილება მხოლოდ საბითუმო ბაზარს ეტყობა, ხოლო ავტოგასამართ სადგურებში კვლავინდებურად მაღალი ფასი ნარჩუნდება.

თიკა სიბოშვილი
07.11.2023

საქართველოში ინფლაციის დაღმასვლა გრძელდება. სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მინიმალურია, უარყოფითი გავლენა მხოლოდ საწვავის კუთხით შეინიშნება. 2023 წლის მიწურულს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე, ანუ 3%-ზე დაბალია და მომავალი წლის მოლოდინიც პოზიტიურია. ეკონომისტების შეფასებით, წელი ნორმალურად მთავრდება და ტენდენციაც დადებითია.

გვანცა წულაია
07.11.2023

შარშანდელთან შედარებით წელს სიტუაცია გამოსწორდა და ქართული ცხვრის ექსპორტი გაიზარდა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ცხვრის ექსპორტის კუთხით, 2023 წელი არსებული მაჩვენებლებითაც უკვე რეკორდულია, თუმცა, როგორც ირკვევა, ექსპორტის ზრდა ნაწილობრივ იმპორტსაც უკავშირდება. საქართველოდან უცხოეთში მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხვარიც იყიდება.

ქეთო გოგოხია
06.11.2023

ხორბლის მოსავალი გლობალურ ბაზრებზე იმდენად მაღალია, რომ მომავალი წლის განმავლობაში, მინიმუმ შემოდგომამდე, ხორბლის ფასისა და მიწოდების კუთხით პრობლემა მოსალოდნელი არ არის. ამ ეტაპზე საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი  5,70 დოლარია, რითაც იგი პანდემიამდელ ფასს უახლოვდება. ერთადერთი პრობლემა აქ ადგილობრივი ხორბლის გასაღების საკითხია, რასაც შეიძლება პრობლემა შეექმნას, თუმცა მწარმოებლები მთავრობისგან მხარდამჭერ ღონისძიებებს ელოდებიან და აცხადებენ, რომ გარკვეული ზომები გატარდება, რაც მოსალოდნელ რისკს გაანეიტრალებს.

ქეთო გოგოხია
06.11.2023

ანაკლიის პროექტის განხორციელების საკითხი კიდევ ერთხელ დგება დღის წესრიგში. 2024 წლის გაზაფხული ის ვადაა, როცა მთავრობამ, წესით, პროექტზე მუშაობა უნდა დაიწყოს, თუმცა დასახელებული თანხა დიდ ეჭვს იწვევს. სპეციალისტების განცხადებით 70 მილიონი ლარი მოსამზადებელი სამუშაოებისთვისაც არასაკმარისია. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ანაკლიის პორტი აღმოჩნდეს იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომლის დაწყებაზეც მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, თუმცა საქმე არათუ ბოლომდე ვერ მივიდა, საკითხი იდეის დონეს ვერ გასცდა.

გვანცა წულაია
06.11.2023

საქართველოს ბიუჯეტი სულ უფრო მეტად სოციალური ხდება. 2024 წელს ბევრი მიმართულებით დაფინანსდება ხარჯები და მოსახლეობა მეტ სარგებელს მიიღებს. გადამუშავებული ვერსია ბევრად უკეთესად გამოიყურება და ეკონომისტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს.

რეზონანსი
06.11.2023

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ 10 ელექტრიკოსი ბათუმში, რომლებსაც მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა, არ აქვთ დამთავრებული პროფესიული ან უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის მიმართულების ფაკულტეტი, 2024 წლის იანვარიდან სახელმწიფოსგან გადაეცემათ კვალიფიკაციის დიპლომი ან სერტიფიკატი.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×