ქეთო გოგოხია
04.12.2023

კომერციული გაზი ისე გაძვირდა, რომ  რეალურად ამის საფუძველი არ არსებობდა. გლობალურ ბაზრებზე ბუნებრივი აირის ღირებულება არ გაზრდილა, შიდა ბაზარზე კი ინფლაცია თითქმის განულდა და ლარიც ან სტაბილურია ან მყარდება. იმის გამო, რომ სექტორი დერეგულირებულია, კომპანიებს აბსოლუტური თავისუფლება აქვთ და გადასახადს ზრდიან, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების მატებას გამოიწვევს და გაძვირდება ყველა მიმართულება, სადაც გაზის კომპონენტი მნიშვნელოვანია.

გვანცა წულაია
04.12.2023

ლარის კურსი  წლის ბოლომდე სტაბილური იქნება, ახალი წლიდან კი ნელი ტემპით გამყარდება. ასეთია ეკონომისტთა ნაწილის პროგნოზი, რაც ერთი მხრივ არჩევნების მოახლოებას და ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამასთან ერთად, ქვეყანაში არანაირი ნიშანი არ იკვეთება იმისა, რომ გაცვლით კურსს რაიმე საფრთხე დაემუქროს და სიტუაცია საპირისპიროდ შეტრიალდეს.

რეზონანსი
30.11.2023

წინასაახალწლო პერიოდი ვაჭრობის კუთხით აქტიურია. სხვადასვა კომპანიები ავრცელებენ რეკლამებს, რომელიც მათ მიერ გამოცხადებულ აქციებს შეეხება და ცდილობენ მეტი მყიდველი მიიზიდონ. ამ დროს ადგილობრივ ბაზარზე, გამოცხადებული აქციები რეალობას საერთოდ არ შეესაბამება და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ ხელოვნურად გაზრდილი ფასებით. კომპანიები მყიდველებს, წინასწარ გაზრდილი ღირებულების შემცირებულ კომბინაციას სთავაზობენ. არის თუ არა ეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა და უხეშად რომ ვთქვათ, მოტყუება?

გვანცა წულაია
30.11.2023

მოსწავლეების უდიდესი ნაწილი რეპეტიტორთან ემზადება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლებში შესაბამისი ცოდნის მიღება ვერაფრით ხერხდება და აბიტურიენტებს, მასწავლებლებთან გადამზადება უწევთ სხვადასხვა საგანში. ეს ყოველივე საკმაოდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასაკობრივი საფეხურების მიხედვით გადასახადი სხვადასხვაგვარია, თუმცა რამდენიც არ უნდა იყოს, საერთო ჯამში, თანხა საკმაოდ მოცულობითია.

ქეთო გოგოხია
30.11.2023

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მცირდება, თუმცა ქვეყანა კიდერობს რეგიონალური მიმართულებით და ამ პარამეტრით მეზობლები აშკარად ჩამოტოვა. ფაქტობრივად, ეკონომიკა  რეალურ სიტუაციას უბრუნდება. მიგრანტების ეფექტი ამოწურულია და უკვე აღარ მუშაობს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკა ვითარდება  ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს,  რასაც მოწმობს შემცირებული ეკონომიკური ზრდა. მეორე მხრივ კი, საყურადღებოა ის, რომ საქართველო რეგიონის ლიდერად გადაიქცა.

ქეთო გოგოხია
29.11.2023

ყირგიზეთი ტრანსკასპიურ დერეფანში ჩაერთო, რაც გადაზიდვების მაჩვენებლებზე დადებით გავლენას მოახდენს. ბოლო პერიოდში საქართველოსა და შუა აზიურ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირები ისედაც საკმაოდ გააქტიურებულია და ამას მოწმობს ავტომობილების რეექსპორტში გაზრდილი მაჩვენებელი, რითაც ყირგიზეთი უკვე ყაზეხეთსაც კი უსწრებს. ამ ეტაპზე ზოგადად შუა აზიურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას შესაძლოა, გარკვეული გამოწვევა დაუდგეს პოლიტიკურ ასპექტში, ვინაიდან შემდეგი ორი წელი საქართველოში არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები საქართველოსთვის ყოველთვის შიდაპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება, სპეციალისტები ამ ფაქტორს მაინც გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ შუა დერეფანში საქართველოს როლის გააქტიურებას წინ ვერაფერი აღუდგება.

გვანცა წულაია
29.11.2023

საქართველოს ეროვნულ ბანკმა ახალი ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც კომერციული ბანკებისთვისაა განსაზღვრული. სებ-ის გადაწყვეტილებით კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე მცირდება. ეროვნული ბანკის ნაბიჯს სფეროს სპეციალისტები მიესალებიან და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საბანკო სისტემაზე წნეხს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

თიკა სიბოშვილი
28.11.2023

ქვეყანაში მიგრანტების ეფექტი თითქმის სრულად ამოიწურა. თავის დროზე ყველაზე დიდ გავლენა ამან უძრავი ქონებისა და სარესტორნე სექტორზე იქონია, თუმცა ამიერიდან მუშაობა ძველებურად გაგრძელდება და მდგომარეობა ნელ-ნელა კალაპოტში უნდა ჩადგეს.  „რეზონანსი“ დაინტერესდა თუ რა იქნება მომავალში და როგორ შეიცვლება ხელოვნური მიზეზებით გამოწვეული სიტუაცია.

ქეთო გოგოხია
28.11.2023

ნარინჯისფერი სეზონი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, წინა წელთან შედარებით, მოსავალი დაახლოებით 20%-ით მეტია, ქართული ციტრუსი ხარისხითაც გამოირჩევა, რაც ექსპორტთან დაკავშირებით დადებით მოლოდინს ქმნის. სეზონის წარმატებას დიდწილად ხელს უწყობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. საწარმოები ჩაიბარებენ მანდარინს როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტოდაც. მაქსიმალური ღონისძიებები ტარდება, რომ ციტრუსის წარმოების, ასევე ექსპორტის მიმართულებითაც არანაირი შეფერხება არ იყოს.

ქეთო გოგოხია
27.11.2023

ბიუჯეტი რეკორდულად იზრდება და ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა მოსახლეობის კეთილდღეობისკენ რეალური ნაბიჯები იდგმება ქვეყანაში, რასაც სპეციალისტები ადასტურებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ საბიუჯეტო მაჩვენებლების ზრდა სოციალური და ეკონომიკური ფონის საგრძნობ გაუმჯობესებას გამოიწვევს. ირკვევა, რომ 2024 წლის ბიუჯტი 25 მილიარდს გადააჭარბებს, რაც თავისი მასშტაბით საქართველოს ეკონომიკისთვის უპრეცენდენტო შემთხვევაა.

რეზონანსი
27.11.2023

,,შავ პარასკევს" წელს შავი დღე დაუდგა. წლევანდელი აქციები აშკარად განსხვავებული აღმოჩნდა. მარკეტინგის მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა, როგორც ადრე, ახლაც იგივე ,,აგრესიული" ფორმით და წამახალსიებელი აქციით შეეცადნენ მაღაზიების წარმომადგენლები მომხმარებლების დაინტეერსებას. წინასწარ გამაოცხადეს კიდეც მოსალოდნელი ფასდაკლების შესახებ და საკმაოდ მიმზიდველად წარმოაჩინეს კამპანია, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველაფერი შეიცვალა. რეალურად სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლების ძალიან მცირე ნაკადი მივიდა და მათაც ადგილზე სასურველი ფასდაკლება არ დახვედრიათ.

ქეთო გოგოხია
27.11.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტი ოდნავ შემცირდა, თუმცა მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნებულია. როგორც ვიცით, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა, რაც დაკავშირებულია რუსეთის გადაწყვეტილებასთან, რომლის საფუძველზეც ბენზინის ექსპორტი შეიზღუდა. შესაბამისად, საქართველოში რუსეთიდან ამ პროდუქტის იმპორტი გაჩერდა. მართალია, რამდენიმე დღის წინ აკრძალვა გაუქმდა, თუმცა ახლა ბიზნესისთვის მთავარია რამდენად მისაღები იქნება საფასო პოლიტიკა და ისარგებლებს თუ არა ქვეყანა შეღავათიანი, ე.წ. ,,პლატც მინუსის" ტარიფით, რაც თავის დროზე ნავთობპროდუქტების ბაზარზე რუსეთთან დამოკიდებულებას ამყარებდა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×