გვანცა წულაია
31.10.2023

საბანკო სფეროში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დღეიდან მოქალაქეები სამომხმარებლო სესხის აღებას 3 წლის ნაცვლად, 4 წლით შეძლებენ. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 ოქტომბერს მიიღო, რომელიც, საბანკო სფეროს სპეციალისტების შეფასებით, მსესხებლებისთვის კარგი ნაბიჯია. 

ქეთო გოგოხია
31.10.2023

დედაქალაქში მალე მიწის სისტემური რეფისტრაცია დაიწყება. თბილისის მერია უკანონოდ მიტაცებული ნაკვეთების პრობლემის გადაჭრას ამ გზითაც შეეცდება. ურბანისტები ამბობენ, რომ ქალაქის გეგეგმარების თვალსაზრისით პროგრამა აუცილებლად განსასახორიებელია, რაც მოქალაქეებისთვისაც კარგი იქნება, უბრალოდ, დიდ დროს და რესურსს მოითხოვს.

ქეთო გოგოხია
30.10.2023

საცხოვრებელ ბინებში გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც დიდ პრობლემაა. ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და უკვე არის მსხვერპლი, რაც  გვაფიქრებს, რომ სიტუაცია სეზონის განმავლობაში შეიძლება დამძიმდეს. საკმაოდ დიდია რისკი, რომ გაზით მოწამვლისა და დანადგარების აფეთქების შემთხვევები გახშირდება.

ქეთო გოგოხია
30.10.2023

საქართველოში გაზის საბადოების არსებობის საკითხი ისევ გააქტიურდა. სპეციალისტებს და ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ,,პერსპექტიული რესერსის" არსებობა არ აეჭვებთ, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ მარაგი საყურადღებო არ არის. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გარკვეული მარაგი შეიძლება იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნავთობისა და გაზის სააგენტოსაც არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული.

ქეთო გოგოხია
30.10.2023

გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაძვირების ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ღირებულება თითქმის 10%-ით არის გაიაფებული. ფაქტობრივად  ყველა მოცემულობაა, რაც ფასზე დადებითად მოქმედებს. ამ მომენტისთვის ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საწვავი  საქართველოში არ გაძვირდეს, თუმცა ფასის კლება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. იმპორტიორებს ეს მოლოდინი არც აქვთ, მთავარია გლობალური ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიაფდება საწვავი ქართველი მომხმარებლებისთვის.

ქეთო გოგოხია
27.10.2023

წლევანდელ რთველს კლიმატურმა პირობებმა პრობლემები შეუქმნა, თუმცა სახელმწიფოსთან კოორდინირებული მუშაობით რისკები მინიმუმამდე დავიდა და ყველაფერი გაკეთდა, რათა ამინდის გავლენას ნაკლები დანაკარგი მოჰყოლოდა. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო. ახლა მთავარი საზრუნავი ღვინის ხარისხია, რათა გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის მიერ დამკვიდრებული ნიშა უფრო მეტად განმტკიცდეს.

გვანცა წულაია
26.10.2023

თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს. ქვეყანაში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა. ითქვა, რომ ქართული სახელმწიფო მყარი და სტაბილური პატრნიორია და ეკონომიკური თანამშროლობა მომავალში უფრო მეტად გაღრამავდება.

ქეთო გოგოხია
26.10.2023

საქართველოს საზღვაო ტერმინალებს საქართველოს ეკონომიკაზე უდიდესი ეფექტი აქვს და ამ პოტენციალის სწორად განვითარებით შესაძლებელია ქვეყანამ უზარმაზარი სარგებელი მიიღოს. ყულევის, ბათუმის, სუფსისა და  ფოთის პორტებს,  რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ბიუჯეტში სერიოზული  შენატანები შეაქვს, ეკონომიკურ ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.

ქეთო გოგოხია
25.10.2023

შეშის მიმართ აჟიოტაჟი ერთი შეხედვით,  ჩაცხრა, თუმცა მისი გამოყენების მასშტაბი კვლავ მაღალია. თუკი შემოდგომიდან მოსახლეობა იჭერდა თადარიგს და მუდმივად საწვავი მასალის ხელმისაწვდომობას აპროტესტებდა, დღესდღეობით ასეთი პანიკური სიტუაცია არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. გაზიფიცირების მასშტაბები რეგიონებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ როგორც გათბობის საშუალება, გაზმა შეშა ვერ ჩაანაცვლა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ხარჯია, რის გამოც ხალხი უპირატესობას ისევ შეშას ანიჭებს.

გვანცა წულაია
25.10.2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა და რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე დატოვა. შესაბამისმა გადაწყვეტილებამ ეკონომისტების თუ საბანკო სპეციალისტების მოლოდინი გაამართლა. მათი აზრით, სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან არსებობს რისკი, მათ შორის ლარის გაუფასურების და ამიტომ ჯერჯერობით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაა საჭირო.

გვანცა წულაია
24.10.2023

საქართველომ წელს განსაკუთრებით ბევრი ელექტროენერგია გაყიდა. გაზაფხულის ბოლოდან დაწყებული დენის ექსპორტი დღესაც გრძელდება. შთამბეჭდავი შედეგი, ერთი მხრივ, ბუნებრივი აირის ჭარბმა რაოდენობამ განაპირობა, რომელიც თბოსადგურებმა გამოიყენეს, მეორე მხრივ კი წყალუხვობამ. გარდა ამისა, 2023 წლის განვლილ თვეებში უმსხვილესი საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, შესაბამისად, ამ გარემოებამაც გააჩინა ჭარბი ელექტროენერგია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×