ნატალია ჯვარიძე 06.11.2024

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის. შედეგების გასაპროტესტებლად საკუთარ მხადამჭერებთან ერთად ქუჩაში გადიან და ამბობენ, რომ ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. „ქართული ოცნება" კი ფიქრობს, რომ რამდენიმე ხანში ოპოზიცია პარლამენტში შევა. ანალიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.
|
ნატალია ჯვარიძე 06.11.2024

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი" ავრცელებს. „რესპუბლიკელები" თვლიან, რომ ეს არის აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნება. რისი შეცვლა შეუძლია ტრამპს მსოფლიოსა და საქართველოში ანალიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.
|
გვანცა წულაია 05.11.2024

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა დიდად წარმატებული არ აღმოჩნდა. ეკონომისტები ამბობენ, რომ სინამდვილეში სახელმწიფო დასაქმების პროგრამა ეკონომიკურ დოვლათს ვერ ქმნის და არც უმუშევრობის შემცირებას და დასაქმების ზრდას უკავშირება, არამედ ამაში პოლიტიკური გადაწყვეტილება დევს.
|
ელზა პაპოშვილი 05.11.2024

იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია წერს, მასზე, რამდენიმე მაღაზიის ძარცვის გამო, ძებნა იყო გამოცხადებული. მედიის ცნობით, ის ბრენდული მაღაზიებიდან ძვირადღირებულ, დიზაინერების მერ შექმნილ ორიგინალურ ტანსაცმელებს იპარავდა.
|
ნატალია ჯვარიძე 05.11.2024

თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ 31 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის, რაც, შესაძლოა, მთლიანად 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობოები საუბრობენ, რომელთა სამართლებრივი დავის საკვანძო დეტალი ისაა, რომ არჩევნების დროს მასიურად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. სხვა ანალოგიური სარჩელებისა და ასევე, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვა სააპელაციო სასამართლოში 6 ოქტომბერსაა დანიშნული და მის შედეგებს არჩევნების შედეგების აღიარების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
|
გვანცა წულაია 05.11.2024

ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ხშირად ითიშება. ამის თაობაზე მოქალაქეები უკვე აქტიურად ჩივიან. აღნიშნული პრობლემით დედაქალაქელებიც კი შეწუხდნენ. როგორც ენერგოომბუდსმენმა განაცხადა, დენის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევები, გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება.
|
ელზა პაპოშვილი 05.11.2024

ოპოზიციამ საპროტესტო აქტოვობები უკვე დაიწყო და ამ პროცესის კულმინაცია, სავარაუდოდ, ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღე იქნება. მანამდე დაახლოებით 3 კვირა რჩება და ანალიტიკოსები უკვე სვამენ კითხვას - შეძლებს თუ არა ოპოზიცია მის მხარდამჭერთა ნაწილშ გაჩენილი ნიჰილიზმის დაძლევას და საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას და რა შეიძ₾ება დაუპირისპიროს ამას „ქართულმა ოცნებამ“.
|
ნატალია ჯვარიძე 05.11.2024

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, რომლის შედეგების გამოქვეყნებაც 6 ნოემბერს საქართველოს დროით დღის მეორე ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება. ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამ არჩევნების შედეგებს გლობალურად ექნება გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა, წინასაარჩევნოდ უკიდურესად დაძაბული ვითარებისა და ბოლო გამოკითხვებიდან გამომდინარე, სადაც კანდიდატებს შორის განსხვავება მინიმალურია, არჩევნების შედეგების პროგნოზირება შეუძლებლად მიაჩნიათ.
|
ელზა პაპოშვილი 04.11.2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში ბიძაშვილმა ბიძაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ნათესვებს წარსულშიც კონფლიქტი ჰქონდათ და ეს დავა წლებია გრძელდება.
|
ნატალია ჯვარიძე 04.11.2024

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე ლიდერებმა სამოქმედო გეგმის სტრატეგია გააჟღერეს, რაც ანალიტიკოსების აზრით, საკმაოდ მშრალია და ახალიც არაფერია. მათივე ვარაუდით, ნაკლებად ის შედეგიანი იქნება და საჭიროა სხვა ღონისძიებები.
|
ქეთო გოგოხია 04.11.2024

არჩევნების შემდგომი პერიოდი ბიზნესისთვის სტაბილური აღმოჩნდა. თითქმის ყველა დარგში მოლოდინი დადებითია და ამ მხრივ დაძაბულობა არ არის, რაც შესაძლოა, პოლიტიკურ სიტუაციას გამოეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგს ჯერჯერობით არ აღიარებს, ეკონომიკურ პროცესებზე ამის უარყოფითი გავლენა არ იგრძნობა.
|
ქეთო გოგოხია 04.11.2024

რუსულ გაზზე დამოკიდებულება მატულობს და სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამის მიზეზი აზერბაიჯანიდან იმპორტის კლებაა, ბუნებრივი აირი მეზობელი ქვეყნიდან არასაკმარისი რაოდენობით მოგვეწოდება, რისი ნიშნებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდიდან გაჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანულ გაზზე ევროპის მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, საქართველოში მიწოდების კუთხით შეიძლება პრობლემა გაჩნდეს. შესაბამისად, რუსული გაზის მიმართ მოთხოვნა მოიმატებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|