რუსიკო მაჩაიძე
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ დასკვნა სხვა პროექტზე გააკეთა და შემდეგ ხელისუფლებამ სხვა პროექტი აქცია კანონად. მიღებული კანონი კი, მათი შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ეკა ბასილაია
საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება. გამოკითხულთა 90%-ზე მეტი თვლის, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მომზადება აუცილებელია. რეპეტიტორობის გავრცელების მთავარ მიზეზად 53% სასკოლო განათლების დაბალ დონეს ასახელებს, 40% რეპეტიტორობაზე მოთხოვნას სკოლაში ნასწავლი მასალის გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობით ხსნის.
ქეთი თოდუა
უცხო ენის ცოდნა დღევანდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვნია. ამის გარეშე ვერ შეძლებთ სკოლის დამთავრებას, უმაღლესში ჩაბარებას და რაც მთავარია, მუშაობის დაწყებას.
რეზონანსი
27 იანვარი 2012 წელი

ზვიად მახარაძე სპეციალურად "რეზონანსისათვის" სტრასბურგიდან
საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ ნილს მუიჟნიექსი ევროსარჭოს ადამიანის უფლებათა რიგით მესამე კომისრად კენჭისყრის პირველსავე რაუნდში აირჩია. ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის მისიას მუიჟნიექსი, საქართველოში კარგად ცნობილ უფლებადამცველ ტომას ჰამერბერგისაგან გადაიბარებს.
რუსიკო მაჩაიძე ხელისუფლებამ ტელევიზიებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო მოძებნა. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გარკვეული შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები სატელევიზიო რეკლამებისთვის დამატებით თანხების მიიღებენ.
მარი ჩიტაია ჰიბრიდული სიმინდის მოსავალმა მოსახლეობას იმედი საბოლოოდ გადაუწურა. ცენტრალური უწყების წარმომადგენელთა დაპირება, რომ მოწეული პროდუქტის ექსპორტს განახორციელბდნენ და სიმინდს მომგებიან ფასად გაყიდნენ, არ გამართლდა. ჯერჯერობით ქვეყნის გარეთ ჰიბრიდული სიმინდის გატანა ვერ ხერხდება და არც ფასია მისაღები. მეტიც, მოსალოდნელი გაძვირების ნაცვლად, სიმინდის ფასმა გეზი კლებისკენ აიღო. ტენდენცია შენარჩუნებულია როგორც გარე, ასევე შიდა ბაზრებზე. შენახვის ხარჯის განსაზღვისას პროდუქტის შესაძლო გაიაფება არ გაუთვალისწინებიათ და შენახვის მაღალი საფასურით მოსახლეობა ერთი ორად აზარალეს.
მაკა ხარაზიშვილი მაისიდან ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლოატაციაში შესვლა და ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა დაიგეგმა. აგვისტომდე, ქვეყნიდან 1,183 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია უნდა გავიდეს. ენერგეტიკის სამინისტროში ექსპორტის გაზრდას 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის ამოქმედებას უკავშირებენ. აღნიშნული ხაზი მთლიანად 2014 წლისთვის უნდა დაიტვირთოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ქვეყანაში დაგეგმილი ჰესები აშენდება და საკმარისი ელექტროენერგიის გენერირება გახდება შესაძლებელი. ამ დროისთვის, არც ერთი დიდი ჰესის მშენებლობა არ დასრულებულა, თუმცა ბევრის არც კი დაწყებულა.
მაკა ხარაზიშვილი მეწარმეების ფიქსირებული გადასახადის დაბეგვრასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება ისევ არ არსებობს. არადა, ახალი სალარო აპარატების ყიდვის ბოლო ვადა რამდენიმე დღეში იწურება. ეს ნიშნავს, რომ მეწარმეებს, რომლებიც ფიქსირებული დაბეგვრის რეჟიმში მოხვდებიან, თუნდაც ერთი კვირით 300-ლარიანი სალარო აპარატის ყიდვა მაინც მოუწევთ. ფიქსირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილების დაგვიანება მეწარმეებში კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ფინანსთა სამინისტრო მათზე ახალ სალარო აპარატებს ასაღებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მეწარმე, რომელიც ფიქსირებული დაბეგვრის რეჟიმს აირჩევს, შემოსავლების სამსახური მას ახალი სალარო აპარატის რეალიზებაში დაეხმარება.
მაკა ხარაზიშვილი მეპურეები პურის გაიაფებას არ აპირებენ და რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ერთია ის, რომ ფქვილი ისევ ძვირდება, მეორე მიზეზი მონოპოლიზირებული ფქვილის ბაზარია. კერძოდ, ფქვილის ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით არჩევანი არ არის. |
|
 |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
ნინო ნაცვალაძე აქამდე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის სახით ორი პოლუსი არსებობდა. თუმცა მათი ალტერნატიული ძალის შექმნის სილუეტები თანდათან იკვეთება. არაა გამორიცხული, საზოგადოება ივანიშვილის გუნდის გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მოწმე გახდეს.
ნინო ნაცვალაძე "რუსეთის ხელისუფლებას არ სურს, საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ესაუბროს. 2012-2013 წლების არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოში ახალ ხელისუფლებას აირჩევენ, გარწმუნებთ, რომ რუსეთი მასაც არ დაელაპარაკება, ვინაიდან, ოკუპირებული რეგიონების აღიარებით მან თავი კატასტროფულ იურიდიულ ჩიხში ჩაიგდო", - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა.
ნინო ნაცვალაძე "ვისაც ჩვენი დაშლა უნდა, შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვუთხრა - ვერ მოესწრებით," - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი "ნეზავისიმაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ მორიგ წინასაარჩევნო სტატიაში "რუსეთი: ნაციონალური საკითხი" წერს. საქართველოში არსებული ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით კი რუსეთის დაშლამ შესაძლოა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება გაუადვილოს.
ქართული სპეცნაზი მოქმედებაში |